ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთით, პროვინცია ლოგარში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო "ასოშიეითიდ პრესი" იუწყება .

პროვინციის გუბერნატორის განცხადებით, ინციდენტი დღეს, შუადღით მოხდა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, დავლათ ვაზირის განცხადებით კი, ვერტმფრენ "მი-17"-ის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.