3 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში , ღამის საათებში იქნება -12 გრადუსამდე, მთაში -16 გრადუსამდე, მაღალმთაში -23 გრადუსამდე, თბილისში -8 გრადუსამდე.
გზებზე შესაძლებელია ლიპყინული, ელექტროსადენებზე შემოყინულობა.