უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი გახდა. როგორც "დოიჩე ველე" წერს, ოფიციალური კიევი საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიიღებს.
უკრაინასთან ერთად, გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები იაპონია, სენეგალი, ეგვიპტე და ურუგვაი გახდნენ, რომლებმაც ლიტვა, იორდანია, ნიგერია, ჩადი და ჩილე ჩაანცვლეს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოში გაერო-ს 15 წევრი სახელმწიფო შედის, აქედან აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ვეტოს უფლება აქვთ.
არამუდმივ წევრებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ირჩევენ.