მიუნხენში

მიუნხენში "ისლამური სახელმწიფო" ტერაქტებს გეგმავდა

ტერორისტები ახლო აღმოსავლეთიდან, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ტერაქტებს დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დავალებით გეგმავდნენ. როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ მიუნხენის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა.

31 დეკემბერს, ტერაქტების მაღალი რისკის გამო, მიუნხენში ორი რკინიგზის სადგური დაიკეტა, განხორციელდა მგზავრთა ევაკუაცია.

მოგვიანებით გაირკვა, რომ 7-მდე ერაყელი და სირიელი თვითმკვლელი ტერორისტი სადგურებზე თავის აფეთქებას გეგმავდა.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ამ დროისთვის მიუნხენს ტერორისტული საფრთხე აღარ ემუქრება. ორივე სადგური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.