კახა კახიშვილმა საახალწლოდ პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების თანამშრომლები დააჯილდოვა

კახა კახიშვილმა საახალწლოდ პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების თანამშრომლები დააჯილდოვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი 31 დეკემბერს  პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ბაზაზე თანამშრომლებს შეხვდა, გასული წლის მუშაობა შეაჯამა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა მინისტრმა თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად  შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და წოდებითა და დიპლომებით დააჯილდოვა. 

„სპეცრაზმელებს მივულოცე შობა-ახალი წელი,  ასევე, რიგგარეშე წოდებებითა და მადლობებით  დავაჯილდოვე იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ჩვენს სისტემაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ყოველდღიურად  ეწევიან. არცერთ თანამშრომელს არ დავუკარგავ შრომას და მუდამ ვიდგები მათ გვერდით, სადაც ისინი კანონის წინაშე მართლები იქნებიან,“- განაცხადა სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ და „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ კანონის თანახმად მინისტრის სპეციალური ბრძანებით  ექვსი თანამშრომელი დაჯილდოვდა. მათ შორის, ხუთს მადლობა გამოეცხადა ხოლო ერთს სახელმწიფო წოდება ვადამდე მიენიჭა.

სპეცრაზმელების დაჯილდოვების ცერემონიას  პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი და მისი პირველი მოადგილე მამუკა აბაშიშვილი ეწრებოდნენ, რომელთაც თითოეულ სპეცრაზმელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

კახა კახიშვილმა პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის ინსპექტორს, იუსტიციის უმცროს ლეიტენანტს დავით მღებრიშვილს, ლეიტენანტ ზურაბ ინიაშვილს, რიგით ნიკა ფილიშვილს, მაიორ ირაკლი ლეჟავას და ლევან გაგოშიძეს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა,  ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, იუსტიციის კაპიტანს დავით სირბილაძეს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის იუსტიციის მაიორის წოდება ვადამდე მიანიჭა.