კიშინოვში ქართველი

კიშინოვში ქართველი "კანონიერი ქურდი" მინდია გორაძე დააკავეს

მოლდოვური მედიის ინფორმაციით, მოლდოვის დედაქალაქში, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა, ქართველი "კანონიერი ქურდი" მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავასოღლი ბათუმსკი" დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გორაძე კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტიდან, ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტით აპირებდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.

34 წლის საქართველოს მოქალაქე მოლდოველმა სამართალდამცველებმა 72 საათით დააკავეს. მიგრაციის ბიუროს თანამშრომლებმა დედაქალაქის სასამართლოს უკვე მიმართეს მოთხოვნით, რათა მინდია გორაძეს 30 დღიანი პატიმრობა შეეფარდოს. ამჟამად მისი ქვეყნიდან ექსტრადაცია მზადდება.

მოლდოვური მედია ასევე აღნიშნავს, რომ ქართველ "კანონიერ ქურდს" ქვეყანაში შესვლა 5 წლით აქვს აკრძალული.