სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, მეტროპოლიტენი და რიყის საბაგირო გზა მოქალაქეებს უფასოდ და გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2016 წლის 1 იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას - 2016 წლის 6 იანვრის 23:00 საათიდან 2016 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. ამასთან, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით ნარიყალას მიმართულებით, 2015 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2016 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე.