"გიორგი კვირიკაშვილს ალბათ მოუწევს გუნდი განაახლოს"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილს მოუწევს, გუნდი განაახლოს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა "2030"-ში განაცახადა, ის ფაქტი, რომ მთავრობაში სასწრაფო და მყისიერი ცვლილებები არ მომხდარა, ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებულ პრემიერობაზე მიანიშნებს.

"გიორგი კვირიკაშვილს გაუჩნდა სურვილი, რომ როგორც პრემიერმა, ახალი თანამდებობიდან შეაფასოს გუნდი და ამის შედეგ გააკეთოს გადახალისება. ის, რომ სასწრაფო და მყისიერი ცვლილებები არ მომხდარა, მიანიშნებს იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარმატებული პრემიერი იყო და გუნდი სწორად იყო დაკომპლექტებული. თუმცა, გუნდი ყოველთვის საჭიროებს კორექტირებას. ცვლილებები, ეს პროცესია. ამ პროცესს ვერ აცდება ვერც კვირიკაშვილი. მასაც მოუწევს ალბათ, რომ გუნდი განაახლოს. რა რაოდენობით და როდის, ეს მისი გადასაწყვეტია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.