"პოლიტიკურ გუნდს, კვირიკაშვილთან დაკავშირებით კონსულტაციები, ჩემთან არ გაუვლია"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ გუნდს გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, მასთან კონსულტაციები არ გაუმართავს.

ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა "2030"-ში ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობა, მისთვის აღმოჩენა იყო. ექს-პრემიერის თქმით მან იცოდა, რომ გიორგი კვირიკაშვილი კარგი ეკონომისტი იყო, მაგრამ ის თუ როგორი დიპლომატია პრემიერ-მინისტრი მისთვის აღმოჩენა იყო.

"კვირიკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ გუნდს კონსულტაციები ჩემთან არ გაუვლია და არც უნდა გაევლო, მაგრამ გაიარა კონსულტაციები კვირიკაშვილთან. ვისი იდეა იყო, ეს ჩემგან ხაზგასასმელი არ არის. ჩემთვის კვირიკაშვბილის საგარეო საქმეთა მინისტრობა, ძალიან დიდი აღმოჩენა იყო. მგონი აღმოჩენა იყო თავად გიორგისთვის, ევროპელებისთვის და თუ გნებავთ, ამერიკელებისთვისაც. საგარეო საქმეთა მინისტრობის მოკლე პერიოდში, გიორგიმ თავისი ის ნაწილი აჩვენა, რომელიც ჩემთვის ამოუცნობი იყო. საოცარი ინფორმაცია მოდიოდა ევროპიდან თუ ამერიკიდან. გიორგი რომ კარგი ეკონომისტი და ფინანსისტი იყო, ეს ძალიან კარგად ვიცოდი, არ ვიცოდი მეორე ნაწილი - როგორი დიპლომატი იყო ის. არ დავმალავ, რომ გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ გიორგის ამ ნაწილის გამომჟღავნებით. ის, რომ მან წარმატებები მიიღო დიპლომატიაში, ალბათ ეს იყო საფუძველი იმისა, რომ არჩევანი მასზე გაკეთებულიყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.