ბიძინა ივანიშვილი - არ ვიცი ისეთი პრობლემები, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა, ის წავიდა თავისი წარმატებების ზენიტში

ბიძინა ივანიშვილი - არ ვიცი ისეთი პრობლემები, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა, ის წავიდა თავისი წარმატებების ზენიტში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრემიერი იყო.
"მე ვერ ვხედავ და არ ვიცი ისეთი პრობლემები, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა. გავიხსენოთ, როგორი გუნდი მოვედით. ირაკლი ღარიბაშვილი დასაწყისში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ასევე გავიხსენოთ ის რეალობა, რომელიც მივიღეთ. მძიმე სამინისტრო მიიღო ირაკლიმ და მე ვფიქრობ, ძალიან წარმატებით გაართვა თავი", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ღარიბაშვილმა თანამდებობა წარმატების ზენიტში დატოვა. "კარგი პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. პროცესში მე და გუნდის წევრები, რომლებსაც არ გვქონდა პოლიტიკური გამოცდილება, გავიზარდეთ. ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა და ის წავიდა თავისი წარმატებების ზენიტში და პიკზე, ისევე, როგორც მე, როგორც პოლიტიკოსმა, მოვახერხე ის, რაც მოვახერხე გუნდთან ერთად. ასევე ირაკლი ღარიბაშვილმა იმოღვაწა ჩემი აზრით ძალიან წარმატებულად. შეაჯამა სამი წლის განმავლობაში და არ გავიმეორებ იმ შედეგებს და ციფრებს, რომლებსაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობამ მიაღწია. ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა, როგორც წარმატებული პრემიერი", - განაცხადა ივანიშვილმა.