"გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება"

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერი იქნება.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა "2030"-ში განაცახადა, გიორგი კვირიკაშვილი მოწესრიგებული, დაბალანსებული პიროვნებაა.

"გიორგი კვირიკაშვილი ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა - საკუთარ თავზეც ისეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ძალიან დიდ ანგარიშს ვუწევ მორალს, საკუთარ მეს და ვცდილობ მართალი ვიყო, პირველ რიგში საკუთარ თავთან და იმ საზოგადოებასთან, რომელიც ჩემს ირგვლივ არის. ისეთი მოწესრიგებული, შინაგანად დაბალანსებული კაცი, როგორიც გიორგი კვირიკაშვილია, შეიძლება კიდევ რამდენიმე პიროვნება ვიცოდე. მეც იგივე პრეტენზიები მაქვს, მაგრამ გიორგი საოცრად მოწესრიგებული, დაბალანსებული პიროვნებაა. მის წარსულსაც თუ გადავხედავთ, ვფიქრობ, ძალიან ღირსეული პრემიერ-მინისტრია. გიორგი რომ კარგი მენეჯერია, ეს ყველამ ვიცით, როგორი პოლიტიკური ლიდერი იქნება, სხვათა შორის ეს ჩემთვისაც კითხვაა. ვფიქრობ, გიორგი ისეთი ნიჭიერია, ამასაც დაძლევს და აქაც გაგვაოცებს. თუმცა ეს კითხვა რჩება კითხვად. ჩემთვის ძალიან საინტერესოა თვალყური ვადევნო. მას ამის გამოცდილება არ აქვს, საშუალება გაუჩნდა და ვფიქრობ, წარმატებული ლიდერი იქნება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.