მოკლული პოლიციელის ოჯახს დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევს

მოკლული პოლიციელის ოჯახს დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევს

მოკლული პოლიციელის ოჯახს დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუწევს. ამის შესახებ განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გააკეთა.

გიორგი მღებრიშვილი დღის მეორე ნახევარში, თელავის რაიონის სოფელ აკურაში ჩავიდა და მოკლული პოლიციელის ოჯახს, პირადად მიუსამძიმრა.

მღებრიშვილის განმარტებით, ამ დრომდე უცვლელია მკვლელობის მიზეზი და ის ეჭვმიტანილის ფსიქიკურ აშლილობას უკავშირდება.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს გვერდში დავუდგეთ. დღეს დახმარება ვთხოვეთ ასევე ჯანდაცვის მინისტრს, რომელმაც დაჭრილი პოლიციელის გადასარჩენად მედიკოსთა ჯგუფი დაგვახმარა. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, მაქსიმუმს გავაკეთებთ",- განაცხადა მღებრიშვილმა.

დღეს მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაჭრილ პოლიციელ ქალს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია თელავის რაიონულ საავადმყოფოში ამ დრომდე უტარდება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, თელავის საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის ერთი თანამშრომელი მოკლა, მეორე კი მძიმედ დაჭრა.