თუ იაშვილის კლინიკის ექიმებს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა სურთ, ეს მოსაზრება სამინისტროს უნდა გაუზიარონ

თუ იაშვილის კლინიკის ექიმებს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა სურთ, ეს მოსაზრება სამინისტროს უნდა გაუზიარონ

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, თუ იაშვილის კლინიკის ექიმებს ბოლოდროინდელი შემთხვევების განხილვაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა სურთ, ეს მოსაზრება ჯანდაცვის სამინისტროს უნდა გაუზიარონ. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს იაშვილის კლინიკის ექიმების მიმართვის შეფასებისას განუცხადა.

"იაშვილის კლინიკა ერთ-ერთი სათავო დაწესებულებაა ბავშვთა სტაციონარულ სერვისებში, სადაც ალბათ ყველაზე დიდი ნაკადია პაციენტების. სამწუხაროდ, იქვე ხდებოდა შემთხვები, როდესაც თავს დაესხნენ მკურნალ ექიმს, რომელიც რამდენიმე ხანში გარდაიცვალა; ასევე, ახლახან იყო საჩივარი პაციენტის მკურნალობაზე. ყველა ასეთ შემთხვევას ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო დეტალურად სწავლობს და გამოაქვს თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასკვნები. თუ იაშვილის კლინიკის ექიმებს სურვილი აქვთ, რომ სხვა რესურსები ჩართონ, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტები, უნდა გაგვიზიარონ მოსაზრება", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს თავისი მოქმედების ფართო სპექტრი, თუმცა იქ არ შედის სადამსჯელო მოქმედებები და თუ დანაშაულებრივი მოქმედებები დასრულდება, ამისთვის შესაბამისი უწყებები არსებობს.