"ქვეყნის წინსვლისთვის მზად ვართ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ"

ვიცე-პრემიერ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტი პრემიერის ხელმძღვანელობით ყველაფერს გააკეთებს, რათა ქევყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ენერგეტიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს.

"მინდა მივულოცო ბატონ გიორგის პრემიერ-მინისტრობა, ის დიდი პასუხისმგებლობა, ნდობა, რომელიც პარლამენტმა გამოგვიცხადა. ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ყველაფერს გააკეთებს  იმისათვის, რომ ქევყანა ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლიერდეს, წინ წავიდეს და ამისთვის ჩვენ მზად ვართ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშაოთ", - განაცხადა კალაძემ.