მთავრობის ადმინისტრაცია ლობისტური მომსახურებისთვის დაქირავებულ კომპანიას ყოველთვიურად 50 000 დოლარს უხდის

მთავრობის ადმინისტრაცია ლობისტური მომსახურებისთვის დაქირავებულ კომპანიას ყოველთვიურად 50 000 დოლარს უხდის

მთავრობის ადმინისტრაცია ლობისტური მომსახურებისთვის დაქირავებულ კომპანიას ყოველთვიურად 50 000 აშშ დოლარს უხდის.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მთავრობის ადმინისტრაციდან საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

"2015 წლის 23 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გაფორმდა ხელშეკრულება ლობისტურ მომსახურებაზე. კერძოდ, კომპანიამ (PillsburyWinthropShawPittman LLP) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა გაუწიოს დახმარება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, მხარი დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სკენ, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და კონგრესთან ურთიერთობაში, ხელი შეუწყოს შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების დაგეგმვას და სხვა. ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული კომპანიის მომსახურების ღირებულება შეადგენს ყოველთვიურად 50 000 აშშ დოლარს. სულ ხსენებული მომსახურების შესასყიდად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 649 000 აშშ დოლარი", - ნათქვამიია IDFI-ის განცხადებაში.