თურქეთის პოლიციამ ახალი წლის ღამისთვის დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

თურქეთის პოლიციამ ახალი წლის ღამისთვის დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთა

თურქეთის პოლიციამ სპეცოპერაციის ფარგლებში 2 სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი დააკავა. პროკურატურის ცნობით, სპეცოპერაცია თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარდა.

როგორც ცნობილია, ტერორისტები თურქეთში სირიიდან ჩავიდნენ და ახალი წლის ღამეს, დედაქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრში ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.