თელავში, საპატრულო პოლიციის ეზოში მომხდარი სროლის შედეგად კიდევ ერთი პოლიციელია დაჭრილი

თელავში, საპატრულო პოლიციის ეზოში მომხდარი სროლის შედეგად კიდევ ერთი პოლიციელია დაჭრილი

თელავში, საპატრულო პოლიციის ეზოში, სროლის შედეგად დაჭრილი პოლიციელი ქალბატონი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ექიმების განმარტებით დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

შსს-მ თელავში, საპატრულო პოლიციაზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლით არის აღძრული.

თელავში პოლიციის შენობის ეზოში სროლადა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი საპატრულო პოლიციის ეზოში უკანა მხრიდან შეიჭრა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი ადგილზევე გარდაიცვალა.