სირიაში უდიდესი დაჯგუფების მეთაური და ლიდერია ლიკვიდირებული

სირიაში უდიდესი დაჯგუფების მეთაური და ლიდერია ლიკვიდირებული

სირიაში ავიადარტყმების შედეგად, რომელიც დამასკოს გარეუბანში განხორციელდა, განადგურებულია უდიდესი სირიული დაჯგუფება "დაიშ ალ ისლამის" მეთაური და რამდენიმე ლიდერი . ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, დაიღუპა "ისლამის არმიის" დამაარსებელი ზაჰრან ალიუში და რამდენიმე ლიდერი.

მათივე ცნობით, ავიადარტყმა რუსეთის ავიაციამ განახორციელა. რუსეთის მხრიდან ამასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაკეთებულა.

"ისლამის არმია" ამბოხებულთა ერთ-ერთი გავლენიანი დაჯგუფებაა, რომელიც საუდის არაბეთის მხარდაჭერით სარგებლობს - წერს გამოცემა.