რუსეთის ფედერაციის საბჭომ რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთსამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება განახორციელა.
საბჭოს სხდომაზე კანონი საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ტოტონოვმა წარმოადგინა. დოკუმენტი 2014 წლის 14 ოქტომბერს არის ხელმოწერილი.
"შეთანხმება ქმნის სამართლებრივ საფუძველს საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის რუსეთ-სამხრეთოსური თანამშრომლობის საკითხში სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის საკითხებში", - განაცხადა ტოტონოვმა.