მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნოდარ ხადურის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ფინანსთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
როგორც "პირWელს" სამინისტროში განუცხადეს, ნოდარ ხადური სამინისტროშია და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
სამინსიტროში ასევე არ დაადასტურეს ის ფაქტი, თითქოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თანამშრომლებს დაემშვიდობა.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურის გადადგომის შესახებ ინფორმაცია აქტიურად ვრცელდებოდა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა 23 დეკემბერს საკუთარი სურვილით დატოვა, რის შემდეგაც ყველა მინისტრი, პარლამენტის მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე, ავტომატურად მინისტრის მოვალეობას ასრულებს.