საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე პრეზიდენტისთვის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილს და პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდებოდნენ, რამდენიმე დასრულდა.
სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ერთობლივი განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთეს.
"საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურად გიორგი კვირიკაშვილი წარუდგინოს", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.