"ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო"

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის დასვენებას აპირებს და ჯერჯერობით რომელიმე პოსტის დაკავებას არ აპირებს.

"მე ახლა ვაპირებ, რომ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს დრო გვაჩვენებს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა კითხვას, დატოვებს თუ არა ის პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს.

თბილისის პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრობის საერთო კოალიციურ კანდიდატად, ოფიციალურად დაასახელეს.