გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს

გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს არ გამორიცხავს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა რამდენიმე ცვლილება განხორციელდეს.

როგორც კვირიკაშვილი აცხადებს, გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"რაც შეეხება, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, შევიკრიბებით, კიდევ ერთხელ გუნდი და არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან, დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამოდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.