ერაყის სპეცსამსახურებმა

ერაყის სპეცსამსახურებმა "ისლამური სახელმწიფოს" 40 წევრი დააკავეს

ერაყის სპეცსამსახურებმა ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" 40 წევრი დააკავეს. როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება, რეიდები პროვინციალ ბაღდადსა და დიალაში ჩატარდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რეიდის დროს სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები, ე.წ. შაჰიდის ქამრები და დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.

სამშაბათს ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა პროვინცია ანბარში მდებარე ქალაქ ელ-რამადის ცენტრალური ნაწილის გათავისუფლებისკენ მიმართული ოპერაცია დაიწყეს. აღნიშნულ ტერიტორიას ამ დრომდე აკონტროლებენ "ისლამური სახელწმიფოს" წევრები.