შეწყალების კომიიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 172 პატიმარი, რომელთაგან 11 ქალია, ხოლო 2 არასრულწლოვანი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას.
მისივე თქმით, დანარჩენ 66 პატიმარს დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა შეწყალების აქტი, რომლის საფუძველზეც 238 ადამიანი იქნა შეწყალებული. აქედან 18 ქალბატონია, არასრულწლოვანი მსჯავრდებული კი 3. დღესვე სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს 172 მსჯავრდებული. ისინი პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა საპატიმრო სასჯელისგან. მათგან 11 ქალია, 2 კი არასრულწლოვანი. დანარჩენი 66 მსჯავრდებული, რომელიც არის შეწყალებული, დარჩებიან საპატიმროში, მაგრამ შეუმცირდებათ დარჩენილი სასჯელი. ეს არის იმ შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ 1 452 საქმიდან შერჩეული მსჯავრდებულები, რომლებიც პრეზიდენტმა 2015 წლის 25 დეკემბერს შეიწყალა“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.