ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, გია ვოლსკი თბილისის მერ, დავით ნარმანიას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების საკითხთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ "ამ თემას სხვა ფორმატის განხილვა სჭირდება".
ვოლსკის ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, ხომ არ ტოვებს თანამდებობას დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაც. "დავით ნარმანია არის არჩეული მერი, უშველებელი პასუხისმგებლობით, უშველებელი გაკეთებული საქმეებით, ბევრი პრეტენზიებით, უამრავი პოზიტიური გამოცდილებით, ამ თემას სხვა ფორმატის განხილვა სჭირდება", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.