პარლამენტში უმრავლესობის სხდომა იმართება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა იმართება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება

პარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა დასახელდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, კოალიციის წევრები შეთანხმდნენ, რომ ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

„იქნება გიორგი კვირიკაშვილი, ჩვენ ამაზე უკვე შეჯერებულები ვართ. რაც შეეხება ბატონ ირაკლის, ის ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო. მან ძალიან რთულ დროს ჩაიაბარა თანამდებობა და საკამაოდ კარგი შედეგები დადო“, - განაცხადა ქანთარიამ.

რაც შეეხება ღარიბაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ქანთარია აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„არ ვიცი, ჯერ არ გამიგია, თუმცა, ბატონმა ირაკლიმ, ავტორიტეტი, რომელიც მოიპოვა, არ უნდა წაიღოს სახლში“, - განაცხადა ქანთარიამ.