იუსტიციის საბჭოსთან ლევან მურუსიძის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის საბჭოსთან ლევან მურუსიძის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

იუსტიციის საბჭოსთან სხვადასხვა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ლევან მურუსიძის კანდიდატურას აპროტესტებენ, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს კენჭს უყრის. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ლევან მურუსიძეს გირგვლიანის, მოლაშვილის და სხვა საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების გამო არ აქვს უფლება, რომ ხელმეორედ აირჩიონ მოსამართლედ.

ისინი ასევე მოითხოვენ, რომ დაუშვან საშვები და მოქალაქეებს დღევანდელ სხდომაზე დასწრების საშუალება მისცენ. დღეს გახდება ცნობილი დაუჭერს თუ არა მხარს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ის ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, თუმცა 2016 წლის აპრილში თანამდებობაზე ყოფნის ვადა ეწურება. იმ შემთხვევაში თუ მურუსიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩია, უზენაეს სასამართლოში ვადის ამოწურვის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობასაც დაკარგავს.