სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შესწავლის შედეგად დასტურდება, რომ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს დაზიანებები აღენიშნება.
როგორც სახალხო დამცველის მოადგინე ნათია კაციტაძე "კურიერთან" აცხადებს, დასტურდება, რომ პაპიძეს დაკავების დროს დაზიანებები ჰქონდა. "თუმცა, რის შედეგად მიადგა ეს დაზიანებები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - განაცხადა ნათია კაციტაძემ. მაგდა პაპიძემ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას, განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციელებმა ის სცემეს და მასზე ძალადობას შეეცადნენ.