ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს. როგოც "ინტერპრესნიუსს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ არ დარჩება.
წყარო ასევე გამორიცხავს, ყოფილი პრემიერის მიერ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ხელმძღვანელობას და ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საარჩევნო სიის სათავეში ყოფნა მის პრემიერ-მინისტრობას ხელს არ უშლიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების თაობაზე 23 დეკემბერს განაცხადა. მისი გადადგომით უფლებამოსილება მთელ მთავრობას შეუწყდა.