დავით ბერძენიშვილი - ვფიქრობ, პრემიერის შერჩევაზე უმრავლესობა დიდ დროს არ დაკარგავს

დავით ბერძენიშვილი - ვფიქრობ, პრემიერის შერჩევაზე უმრავლესობა დიდ დროს არ დაკარგავს

პარლამენტში ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ მთავრობაში "რესპუბლიკელების" მინისტრების პასუხისმგებლობა ისევ ისე გაგრძელდება, როგორც ეს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში იყო.

როგორც ბერძენიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე დღეს, თბილისში პარლამენტში იმსჯელებს. "ერთადერთი განსახილველი საკითხი იქნება. უმრავლესობამ კანონმდებლობის შესაბამისად, პრემიერობის კანდიდატურა პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს. ვფიქრობ, რომ პრემიერის შერჩევაზე უმრავლესობა ძალიან დიდ დროს არ დაკარგავს. რაც შეეხება კვირიკაშვილს, ის ეკონომიკის კარგი მინისტრი იყო, ისევე, როგორც კარგი საგარეო საქმეთა მინისტრი. სასურველია, "რესპუბლიკელების" მინისტრების პასუხისმგებლობა ისევ ისე იყოს გაგრძელებული, როგორც ეს ღარიბაშვილის მთავრობაში იყო", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.