პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება

პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება

პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ მეორე არხზე, გადაცემა "არგუმენტების დროში" განაცხადა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილს დღეს თავად პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებელი წარადგენს.

"ოთხ კანდიდატურაზე იყო ლაპარაკი და ჩვენ ჩამოვყალიბდით ერთ კანდიდატზე. გიორგი კვირიკაშვილს უმრავლესობაში მიიყვანს პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ღარიბაშვილი და წარმოგვიდგენს. 10.00 საათზე, პარლამენტში, თბილისში", - განაცხადა გია ვოლსკიმ. მისივე თქმით ამის შესახებ უმრავლესობა შეთანხმებულია და განწყობა არის პოზიტიური. "გიორგი კვირიკაშვილი არის იმ პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არის და მემგონი იქნება აღიარებული ერთ-ერთი ლიდერი, როგორც ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.