გადადგომის მიზეზი განმარტა თავად ირაკლი ღარიბაშვილმა და მე ამაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კახიშვილმა განაცხადა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევენ პარლამენტში, უმრავლესობაში. კონსტიტუციის მიხედვით კანდიდატს უმრავლესობა წარუდგენს პრეზიდენტს. აქედან გამომდინარე, მე არც პარლამენტის უმრავლესობი წევრი ვარ, არც პოლიტსაბჭოსი და რა თქმა უნდა, ინფორმაცია არ მაქვს. გადადგომის მიზეზი განმარტა თავად ირაკლი ღარიბაშვილმა და მე ამაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
კითხვაზე იყო თუ არა რაიმე კონფლიქტი გუნდში, კახიშვილმა განაცხადა, რომ არა.
"არა, რა კონფლიქტი", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.