რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ხელისუფლება მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ნავთობის დაბალი ფასის პერიოდი შესაძლოა გაჭიანურდეს.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ პუტინმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ასევე მზად უნდა იყოს სანქციების ხანგრძლივი პერიოდისთვის.
"მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ნედლეულსა და ჩვენს ძირითად საექსპორტო საქონელზე დაბალი ფასების, ასევე გარე შეუზღუდვების პერიოდი შესაძლოა გაჭიანურდეს", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მომავალ წელს ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დაბალანსებული საბიუჯეტო პოლიტიკა და რისკის ზონაში მოხვედრილი დარგების მხარდაჭერა უნდა გახდეს.