ბრიუსელში პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ბრიუსელში პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ბრიუსელში პარიზის ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. როგორც "როიტერი" ბელგიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, მეცხრე ეჭვმიტანილი მიმდინარე კვირის დასაწყისში დააკავეს.

პარიზის ტერაქტების გამოძიების ფარგლებში, ბელგიაში 8 ეჭვმიტანილს ბრალი უკვე წაუყენეს. უმრავლესობას კავშირები ჰქონდა ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილ სალაჰ აბდესლამთან, რომელიც ძებნაშია გამოცხადებული.

თავდასხმების სერია საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს განხორციელდა. ტერაქტებს 130 ადამიანი ემსხვერპლა, 300 დაშავდა. პასუხისმგებლობა მომხდარზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.