ლოგიკურია, რომ ხელისუფლება, რომელიც რეიტინგს კარგავს 15%-მდე, მისი მეთაური შეიცვალოს

ლოგიკურია, რომ ხელისუფლება, რომელიც რეიტინგს კარგავს 15%-მდე, მისი მეთაური შეიცვალოს

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მოხსნასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს და მიიჩნევს, რომ ეს პროცესი დაგვიანებულია. ასე აფასებს ლაგაზიძე მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას.

"კანდიდატურებთან დაკავშირებით კომენტარს მას შემდეგ გავაკეთებ, რაც ისინი რეალურად დასახელდებიან. რაც შეეხება მთავრობის გადადგომის მიზეზებს, მიზეზები საკმარისზე მეტია. ღარიბაშვილის გადადგომაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მისი ოჯახის წევრები და ნათესავები გაათავისუფლეს მასობრივად სახელმწიფო თანამდებობებიდან. შემდეგი ეტაპი, როცა ღარიბაშვილის თავზე შავი ღრუბლები შეიკრიბა, იყო ლარის კურსთან დაკავშირებით და ახლა როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების სახელით ძალიან ცუდად გამოჩნდა მოსამართლეების დანიშვნის საქმეში. მოგეხსენებათ, ხვალ არის კენჭისყრა სააპელაციო სასამართლოში, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ და ძალიან ბევრს საუბრობენ ხელისუფლების ინტერესზე ამ პროცესში. შეიძლება ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაჩქარდა ღარიბაშვილის გადადგომა. ამასთან ერთად, სრულიად ლოგიკურია, რომ ხელისუფლება, რომელიც რეიტინგს კარგავს 15%-მდე, მისი მეთაური უნდა შეიცვალოს. ასე, რომ ღარიბაშვილის მოხსნასთან დაკავშირებით, კითხვები არ მაქვს. უფრო მეტიც, ეს პროცესი დაგვიანებულია", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.