პარლამენტში „ქართული ოცნების“ დახურული სხდომა გაიმართა

პარლამენტში „ქართული ოცნების“ დახურული სხდომა გაიმართა

საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან და ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დახურული სხდომა გაიმართა.

დეპუტატ ელისო ჩაფიძის თქმით, აღნიშნულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დღის წესრიგზე იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ თუ როდის გაიმართება სესია, თუ როდის შეგვეძლება ახალი მთავრობის და პრემიერის არჩევა. გვქონდა ასევე საუბარი უნდა მოესწროს თუ არა ახალი მთავრობის არჩევა 31 დეკემბრამდე და ასე შემდეგ. ხვალ კი კოალიციის ფორმატში შევიკრიბებით და ალბათ იქ უკვე სავარაუდოდ პრემიერობის კანდიდატი დასახელდება“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.