საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელება, არ მოხდება.
მისი თქმით, ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომასა და შემდგომში საარჩევნო სიის პირველ ნომრად მის დასახელაბას შორის, ლოგიკური კავშირი არ არის.
"მე ვერ ვხედავ ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომრად, რადგან ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ მისი გადადგომის მიზეზებსაც. აქ რაღაც ლოგიკა ვერ დავიჭირე. არ ვიცი ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ სად წავა ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილის საქმე ჩემთვის საინტერესო იყო მანამ, სანამ ის იყო პრემიერ-მინისტრი. დანარჩენი არის მისი პირადი ბედი. ეს ჩემს სურვილებზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.