"საქართველოს განვითრების ფონდის" ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ ფონდ იავნანას ხელმძღვანელობა გურამ ახალაიას გადააბარა.
როგორც "საქრთველოს განვითარების ფონდის" პრეზენტაციაზე ბურჭულაძემ აღნიშნა, გადაწყდა, რომ მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობას გამგეობა და ქდიტორთა საბჭო გააგრძელებს.
„რადგან "საქართველოს განვითარების ფონდი" ჩემგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მე გავაუქმე ყველა ჩემი გსატროლი საზღვარგარეთ. ფონდ „იავნანას“ ხელმძღავნელობა გადავეცი გურამ ახალაიას, თუმცა ვრჩები გამგეობის წევრად და ფონდის აქტიურ მონაწილედ. რაც შეეხება ფონდ „ივერიისას“, უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მახათას მთაზე მშენებლობას გამგეობა და ქდიტორთა საბჭო გააგრძელებს. მე მთლიანად გადავერთვები „საქართველოს განვითარების ფონდში“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.