მხოლოდ ვერსიების დონეზე მაქვს კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია

მხოლოდ ვერსიების დონეზე მაქვს კანდიდატურების შესახებ ინფორმაცია

მხოლოდ ვერსიების დონეზე მაქვს სხვადასხვა კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებეთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სხვადასხვა კანდიდატურები განიხილება, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილის, მაგრამ ინფორმაცია ამის შეხახებ მხოლოდ ჭორის დონეზეა.

,,მთავრობაში ცვლილებები იქნება, რადგან თვითონ პრემიერი იცვლება. აქედან გამომდინარე სხვა მინისტრთა კაბინეტი გვეყოლება. თითოეულ მინისტრს ეს როგორ შეეხება არ ვიცი. მხოლოდ ვერსიების დონეზე მაქვს სხვადასხვა კანდიდატურის შესახებ ინფორაცია. ყველაზე ხშირად კვირიკაშვილზე საუბრობენ, მაგრამ დამტკიცებული ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემეირ-მინისტრის პოსტი გუშინ დატოვა.