გერმანიის ბუნდესვერმა თურქეთში სამხედრო მისია დაასრულა. როგორც "დოიჩე ველე" წერს, გერმანიამ თურქეთიდან "პეტრიოტის" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დანაგარები გაიყვანა. სამშობლოში დაბრუნდა 76 გერმანელი სამხედრო მოსამსახურეც. დანარჩენი 40 კი თურქეთს წლის ბოლომდე დატოვებს.
გერმანიამ თურქეთში მისიის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში გადაწყვიტა.
გერმანული "პეტრიოტები" თურქეთ-სირიის საზღვრიდან 100 კილომეტრში 2013 იანვარში განლაგდა. საზენიტო-სარაკეტო სისტემების მთავარი ამოცანა თურქეთის ტერიტორიის დაცვა იყო სირიის მხრიდან შესაძლო საჰაერო თავდასხმებისგან.