რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერი დიმიტრი ტასოევი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაკავების მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ ტასოევზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაა.
ტასოევის ცნობით, ის ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასასვლისას დააკავეს.
"როგორც ამიხსნეს, ჩემი დაკავება უკავშირდება იმას, რომ საერთაშორისო ძებნაში ვარ გამოცხადებული", - განაცხადა ტასოევმა "სპუტნიკ-ოსეტიასთან" საუბარში.
სააგენტო წერს, რომ მას უკვე მესამედ აკავებენ.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.