საუდის არაბეთში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. როგორც "ბიბისი" ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოზე დაყრდობით იტყობინება, ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ ჯიზანში მოხდა. ხანძარი რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა, მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია გამოძიება.