ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება მათ შორის, კვირკაშვილი, სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძე

ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება მათ შორის, კვირკაშვილი, სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ზვიად კვაჭანტირაძე დარწმუნებულია, რომ ყველაზე მისაღებ, ყველაზე რელევანტურ კანდიდატურაზე მოხდება შეჯერება. "რამდენიმე კანდიდატურა განიხილება ნამდვილად, მათ შორის, არიან გიორგი კვირიკაშვილი, სხვა კანდიდატურებიც - სერგეენკო, ქუმსიშვილი, ბახტაძეც. ასე რომ, ალბათ, გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შევჯერდებით ყველაზე მისაღებ, ყველაზე რელევანტურ კანდიდატურაზე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.