გია ხუხაშვილი:   ძნელია იმაზე დიდი ტვირთის ზიდვა, ვიდრე ადამიანს შეუძლია

გია ხუხაშვილი: ძნელია იმაზე დიდი ტვირთის ზიდვა, ვიდრე ადამიანს შეუძლია

ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებას.

როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა და მან ამ ნაბიჯით მთელი გუნდი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

"რაც ხდება დღეს, საბოლო ჯამში, პირადად ირაკლი ღარიბაშვილისთვის ძალიან კარგია. ძნელია იმაზე დიდი ტვირთის ზიდვა, ვიდრე ადამიანს შეუძლია. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავდით, რომ მისთვის ძალიან მძიმე იყო ეს ტვირთი და საზოგადოებას არ ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო საკუთარი გადაწყვეტილებები მიეღო. ის ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად. განა იმიტომ, რომ არ უნდოდა, პირიქით ძალიან ცდილობდა, ბევრს მუშაობდა, მაგრამ ტვირთი იყო იმაზე დიდი, ვიდრე მას ჰქონდა რესურსი. ამისგან გათავისუფლება ადამიანურად მისალოცია და ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.