"ნუნუკას თანადგომის გარეშე ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე"

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ხალხს, ვინც ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მეუღლეს და შვილებს. მანვე აღნიშნა, რომ მისი მეუღლის თანადგომის გარეშე, ვერ შეძლებდა მისთვის ძვირფასი საქმე, ასეთი შემართებით ეკეთებინა.

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ძვირფას ხალხს. მე მადლობას ვუხდი ჩვენს ერთგულ თანამებრძოლებს, მათი თანამშრომლობისა და თანადგომისთვის - ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, ნუნუკას, ასევე ჩემს შვილებს- ნიკოლოზს, ანდრიას და გაბრიელს. ნუნუკას თანადგომის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი ასეთი შემართებით მეკეთებინა ყველაზე ძვირფასი საქმე - ჩემი ხალხისა და ქვეყნის სამსახური",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.