ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანას მისი პრემიერობის დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა.
როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, დღეს, ისე როგორც არასდროს, იმ პრაგმატული პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს ყალიბდება რეალური საფუძველი აფხაზ და ოს ხალხთან თანაცხოვრებისთვის.
"ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკიდრდა მშვიდობა, სტაბილურობა, კანონიერება. მოქალაქეებს დავუბრუნეთ თავისუფლება და ღირსება. გატარებული მასშტაბური ღონისძიებებით, ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს. გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, დავიწყეთ თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. დღეს, ისე როგორც არასდროს პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.