საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა, მთავრობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტასაც იწვევს.
თუმცა პრეზიდენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას.
ასევე კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. თავის მხრივ პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. იმისთვის რომ მთავრობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადოს, საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
ნდობის გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტი 2 დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო ასევე 2 დღის ვადაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.