"თითოეული ჩემი ნაბიჯი, გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მას ეამაყება, რომ წილად ხვდა პატივი, აეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ქვეყნის და ერის წინაშე, გუნდთან ერთად გაეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე.

"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, ყველას მოგესალმებით. მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება. დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი, გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა. როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევის, თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან ერთად გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.