საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას 20:00 საათზე გააკეთებს. საგანგებო ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში მანამდე 18:00 საათზე იყო დანიშნული.
ბრიფინგის გადადების შესახებ ინფორმაცია "პირWელს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, თუ რა საკითხთან დაკავშირებით მართავს პრემიერ-მინისტრი ბრიფინგს, თუმცა, დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობის დატოვებას აპირებს.